Tenders.ge
ფინკა ბანკი საქართველო

პრინტერის კარტრიჯების შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 18:00
სტატუსი: დასრულებული
ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს კარტრიჯების შესყიდვაზე. ტენდერის მიზანია კომპანიის/კომპანიების შერჩევა, რომელიც სს ფინკა ბანკს უზრუნველყოფს კარტრიჯებით ერთი წლის განმავლობაში.

სს ფინკა ბანკი საქართველოს აქტივებში ამჟამად ფიქსირდება 260-მდე პრინტერი. კარტრიჯები, რომელსაც ორგანიზაცია იყენებს, არის HP-ის ორიგინალი კარტრიჯები. რაოდენობა: 50% - 78A, 20% - 85A, დანარჩენი 30% კი - 36A, 12A, 53A. კარტრიჯების განახლება ხდება წელიწადში რამდენჯერმე.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა მოგვაწოდონ ფასები აღნიშნულ მოდელებზე (ფასები დაფიქსირდება ხელშეკრულებაში და არ შეიცვლება ერთი წლის განმავლობაში).

კომპანია ვალდებულია ყოველი შეკვეთის შემდეგ საქონელი მიაწოდოს ფინკა ბანკი საქართველო-ს სათავო ოფისში, მისამართზე: ვაჟა ფშაველას გამზირი 71, ან თბილისში განლაგებულ სერვის ცენტრებში: დიდუბე, წერეთლის 12; ვაგზლის მოედანი, აბასთუმნის 4, ვარკეთილი: კალაუბნის 18; გლდანი, მეტროს მიმდებარე ტერიტორია.

ხელშეკრულება დაიდება წელიწადში შესასყიდ კარტრიჯების მინიმალურ რაოდენობაზე (100 ცალი) და საჭიროებისამებრ განახლდება პერიოდულად.

ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვები, გთხოვთ, მისწეროთ სოფო უზნაძეს ელფოსტაზე: suznadze@finca.ge და cc-ში ჩასვათ ლალი მუჯირიშვილი: lmujirishvili@finca.ge

მონაწილეობის მიღება:

შემოთავაზებები მიიღება დალუქული კონვერტებით 2014 წლის 1 ივნისამდე, ფინკა ბანკი საქართველო-ს სათავო ოფისში, მისამართზე:

ვაჟა ფშაველას 71, მესამე სართული.

კონვერტზე უნდა ეწეროს ტენდერის დასახელება - "ტენდერი კარტრიჯების შესყიდვაზე".